22.02.2019

ხობში ნინო კემულარიას წიგნის „დუმილის ხმაური“ პრეზენტაცია გაიმართა

ხობის კულტურის სახლში პოეტისა და პროზაიკოსის, ნინო კემულარიას პოეტური კრებულის  „დუმილის ხმაური“ პრეზენტაცია გაიმართა. ავტორის მეგობარმა მწერლებმა და მკითხველებმა„დუმილის ხმაურიდან“ ლექსები წაიკითხეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
„დუმილის ხმაური“ ნინო კემულარიას, რიგით მეოთხე წიგნია.  კრებულში 2013 – 2018 წლებში შექმნილი ლექსებია შესული.

24.09.2014

ნინო კემულარიას პოეზია

ნინო კემულარია დაიბადა 1971 წლის 12 მაისს,ხობის რაიონ სოფელ ახალ ხიბულაში,ამჟამად ცხოვრობს ხობში. 1988 წელს დაამთავრა ბიის საშუალო სკოლა,1990 წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრობიზნესის ფაკულტეტის,აგრონომ-მენეჯერის სპეციალობაზე.


1990-1996 წლებში მუშაობს აგრონომად ბიის კოოპერატიულ მეურნეობაში.200-2003 წლებში ხობის სოფლის მეურნეობის სამმართველოში,აგროქიმიური და ნიადაგობრივი ნაყოფიერების უფროსად. 2003-2006 წლებში მეთესლეობისა და სარგავი მასალის ინსპექციაში მთავარ აგრონომად. 2006-2009 წლებში სურსათის უვნებლობის,ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ხობის რაიონულ სამმართველოში სურსათის ხარისხისა და ზედამხედველობის მთავარ სპეციალისტად.
2009-2010 წლებში-მცენარეთა დაცვის მტავარ სპეციალისტად და სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.2012 წელს-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში.არჩეულია საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ გაზეთს ,,მერმის,,-ს. გამოცემული აქვს სამი ლექსების კრებული, ,,თოვლი უშენოდ,,- ,,ასი ლექსი,,- ,,მახარია,, ათი წლის ასაკიდან,როგორც პოეზიას ასევე პროზასაც.