24.09.2014

ნინო კემულარიას პოეზია

ნინო კემულარია დაიბადა 1971 წლის 12 მაისს,ხობის რაიონ სოფელ ახალ ხიბულაში,ამჟამად ცხოვრობს ხობში. 1988 წელს დაამთავრა ბიის საშუალო სკოლა,1990 წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრობიზნესის ფაკულტეტის,აგრონომ-მენეჯერის სპეციალობაზე.


1990-1996 წლებში მუშაობს აგრონომად ბიის კოოპერატიულ მეურნეობაში.200-2003 წლებში ხობის სოფლის მეურნეობის სამმართველოში,აგროქიმიური და ნიადაგობრივი ნაყოფიერების უფროსად. 2003-2006 წლებში მეთესლეობისა და სარგავი მასალის ინსპექციაში მთავარ აგრონომად. 2006-2009 წლებში სურსათის უვნებლობის,ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ხობის რაიონულ სამმართველოში სურსათის ხარისხისა და ზედამხედველობის მთავარ სპეციალისტად.
2009-2010 წლებში-მცენარეთა დაცვის მტავარ სპეციალისტად და სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.2012 წელს-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში.არჩეულია საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ გაზეთს ,,მერმის,,-ს. გამოცემული აქვს სამი ლექსების კრებული, ,,თოვლი უშენოდ,,- ,,ასი ლექსი,,- ,,მახარია,, ათი წლის ასაკიდან,როგორც პოეზიას ასევე პროზასაც.