7 აპრილს ხობის წმ. სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ პოეტ და პროზაიკოსს ნინო კემულარიას პანაშვიდი, პირველი მაისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა იაკობმა (სურმავა) აღავლინა.
ტაძრიდან გამოსვენებისას ნინოს პატივსაცემად სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა. გარდაცვლილი პოეტის, ადგილობრივმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მეგობრებმა, ნინოს ბიოგრაფიაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები და მას ასე გამოემშვიდობნენ.
ხობელი პოეტი და პროზაიკოსი ხობის დედათა მონასტრის მიმდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს და ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი.
ავტორი: ირინა ფილიპია
ავტორი: ირინა ფილიპია