ტყვიებს გადაჰქონდათ დედის იავნანა,
ძარღვში მოძრაობდა სისხლი საქართველოს,
დედის ბაგე ლოცვით ძილშიც ჩურჩულებდა
..ღმერთო,ნუ დაუშვებ მტერმა გადაგვთელოს...,,
ბრძოლის ველზე იდგა დროშა სიცოცხლისა,
წვიმად უდენია სისხლად გადაქცეულს,
ზეცას გადაწვოდა სახე ცეცხლისაგან,
ზეცის ცრემლი ბანდა დაჭრილ შვილის სხეულს.
ახლა მარმალიროს თეთრი კედლებიდან
ოქროს ასოებით წვეთავს სახელები,
დედის შავ კალთაზე მამულს დაუჩოქავს,
ყველა ნატყვიარი ტკივა გახელებით...
ჰოი,გულის ჯიბეს იწვის წერილები,
გზები გაბზარულა ჯერ ვერ დაუგები,
,,-დედავ,კვლავ აღვდგები მიწით ვაჟკაცი და
მე ჩემს საქართველოს კვლავაც დავუდგები...,,,